პრიგოჟინის თქმით, ლუკაშენკომ მის დაჯგუფებას მუშაობის გაგრძელების გზები შესთავაზა

გამოქვეყნდა:

ლუკაშენკომ ვაგნერს მუშაობის გაგრძელების გზები შესთავაზა, - ამის შესახებ "ვაგნერის" დაჯგუფების ხელმძღვანელი, ევგენი პრიგოჟინი ახლახან გამოქვეყნებულ 11-წუთიან აუდიო მესიჯში ამბობს

პრიგოჟინი ასევე ამბობს, რომ ბელარუსის პრეზიდენტმა ლუკაშენკომ მონაწილეობა მიიღო გარიგებაში და განაცხადა, რომ ლუკაშენკომ "ხელი გაუწოდა და შესთავაზა ვაგნერს, ლეგალურად გაეგრძელებინა მუშაობა" - დამატებითი დეტალების გარეშე.  

აღსანიშნავია, რომ გარიგების ფარგლებში პრიგოჟინი ბელარუსში წასვლას დათანხმდა.

შეგახსენებთ, რომ 23 ივნისის საღამოს ევგენი პრიგოჟინმა თავდაცვის სამინისტრო ვაგნერის პოზიციებზე თავდასხმაში დაადანაშაულა და შეიარაღებული ამბოხი წამოიწყო. 24 ივნისს ვაგნერელებმა დონის როსტოვში სამხედრო ობიექტები დაიკავეს. FSB-მ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე შეიარაღებული აჯანყების ორგანიზებისთვის აღძრა.ვლადიმერ პუტინმა დაჯუფების მოქმედებებს ღალატი უწოდა და პრიგოჟინს დასჯით დაემუქრა.

24 ივნისის საღამოს ვაგნერელებმა ვორონეჟშიც დაიკავეს სტრატეგიული ობიექტები და მოსკოვის მისადგომებთან მივიდნენ. თუმცა, ვითარების დასარეგულირებლად მოლაპარაკებები გაიმართა ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს მონაწილეობით. შედეგად, რუსეთის ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ შეაჩერებდა სისხლის სამართლის საქმეს ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ და არ დასჯიდა აჯანყების მონაწილეებს. პრიგოჟინმა უსაფრთხოების გარანტია მიიღო, თუმცა შეთანხმების მიხედვით, ის ბელარუსში უნდა გამზავრებულიყო. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი