უპრეცედენტო ფოკუსირება საქართველოზე. მსოფლიო სანქციების სამი მთავარი ფიგურა თბილისში იკრიბება. ევროპის, შეერთებული შტატების და ბრიტანეთის კომისიების ხელმძღვანელები ხვალ დილიდან "ქართული ოცნების" ხელისუფლებასთან შეხვედრებს დაიწყებენ. მიზეზი, რომლის გამოც სამივე მთავარი პერსონა ერთდროულად ჩამოდის ქვეყანაში, აშკარად მძიმეწონიანი ჩანს. ექსპერტები ელიან, რომ დევიდ ო' სალივანი, ჯიმ ო’ბრაიენი და კუმარ აიერი - საქართველოს მთვრობას კონკრეტულ მტკიცებულებებს წარუდგენენ.
და ეს იქნება რუსეთის სასარგებლოდ მოქმედების მტკიცებულებები. დიდი ალბათობით საერთაშორისო სანქციების სამივე კომისიაქვს აქვს მასალები, რომლებიც ადასტურებს, რომ საქართველო ეხმარება კრემლს სანქციების გვერდის ავლაში. დასავლეთი სწორედ ამ დახმარების შეწყვეტას მოითხოვს საქართველოსგან. წინააღმდეგ შემთხვევაში გარანტირებულია, რომ სანქციების მე-12 პაკეტში თავად სანქციების დამრღვევი ქვეყანა მოხვდება.