რუსეთში, დონის როსტოვის ზოოპარკში ხანძარია

გამოქვეყნდა:

რუსეთში, დონის როსტოვის ზოოპარკში ხანძარია - არსებული ინფორმაციით, ტერიტორიიდან ადამიანებისა და ცხოველების ევაკუაცია მიმდინარეობს. 

ქალაქის ტელეგრამის არხების ცნობით, ხანძარი მთავარ შესასვლელთან გაჩნდა, სადაც სამეურნეო და ადმინისტრაციული შენობებია განთავსებული. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, ხანძრის ფართობი 300 კვადრატულ მეტრს შეადგენს.

მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი