ამბოხების მცდელობა, რომელმაც რუსეთის უსუსურობა გამოაჩინა. ევგენი პრიგოჟინის ერთ დღიანმა მარშმა მთელ მსოფლიოს თვალნათლივ ანახა, რომ კრემლი ფაქტობრივად დაუცველია. მაშინ, როდესაც კერძო სამხედრო კომპანიის რამდენიმე ათასი მებრძოლი უპრობლემოდ იღებს ორმილიონიან ქალაქს, მარშით გადის რამდენიმე ასეულ კილომეტრს, უახლოვდება მოსკოვს და გზად რამდენიმე ვერტმფრენს ანადგურებს, რუსეთის არმია ფაქტობრივად წინააღმდეგობის სრულ უუნარობას ამჟღავნებს.
მხოლოდ მოლაპარაკებამ ვლადიმერ პუტინის ყოფილ მზარეულთან შესაძლებელი გახადა ამ მარშის შეჩერება და კრემლის გადარჩენა, თუმცა რა იყო ამ მოლაპარაკების პირობები გაურკვეველია. უცნობი იყო ამბოხების მიზეზიც, მაგრამ სულ ცოტა ხნის წინ ვრცელი განმარტება თავად "ვაგნერის" ხელმძღვანელმა, პრიგოჟინმა გააკეთა და ყველას აუხსნა, რამ გამოიწვია მარში მოსკოვზე.