უსაფრთხოების სისტემის სრული კრახი - პრიგოჟინის ამბოხმა არამხოლოდ რუსეთის, საქართველოს უსაფრთხოების სისუსტეებიც აჩვენა. "ქართული ოცნების" ხელისუფლებას ფაქტობრივად ნულოვანი რეაგირება ჰქონდა ქვეყნის ჩრდილოეთის საზღვრების მიმდებარე რეგიონებში ათობით ათასი სამხედროს უკონტროლო მოქმედებებზე.
ქვეყნის მთვარსარდალი იყო ერთადერთი, ვინც მინიმუმ უსაფრთხოების საბჭოს მოწვევა მოითხოვა, მაგრამ უშედეგოდ. არც პრემიერს, არც შინაგან საქმეთა მინისტრს და არც უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს რეაგირება არ ჰქონია.
დღეს ხელისუფლების ოპონენტები უსაფრთხოების სისტემის მორღვევის გარდა კიდევ ერთ პოლიტიკურ სიმპტომზე საუბრობდნენ. არ არის გამორიცხული, რომ "ქართული ოცნების" უმოქმედობა უბრალოდ კრემილისადმი მორჩილებასთან იყოს დაკავშირებული.