სერგო შუბითიძე თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით სკანდალურ ჩვენებას ცვლის. ყოფილმა გამომძიებელმა საკუთარი განცხადება დაკავების შემდეგ უარყო და დანაშაულიც აღიარა.
გახმაურებული საქმის ერთ-ერთი გამომძიებელი ცრუ ჩვენების ბრალდებით გუშინ დააკავეს. სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.