"მე ეს ტელეფონი ავიღე, როგორც თამარ ბაჩალიაშვილის ტელეფონი" - ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოში, თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილმა გამომძიებელმა, სერგო შუბითიძემ ისაუბრა, რომელსაც მოსამართლემ ცოტა ხნის წინ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
''სოფელში ვიყავი, ვიდრე დამაკავებდნენ, თვითონ ჩავბარდი. მიმალვას არ ვაპირებ. სადაც დამიძახებენ მივალ''- თქვა შუბითიძემ სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას.
შეგახსენებთ, სერგო შუბითიძე 25 ივნისს ცრუ ჩვენების გამო დააკავეს.
ცნობისთვის, სერგო შუბითიძემ ''ფორმულას'' ეთერში მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ გამოძიების დროს თამარ ბაჩალიაშვილის მობილური ტელეფონი შემთხვევის ადგილიდან დარღვევით ამიღეს. მისი დალუქვაც უკანონოდ მოხდა. ყოფილი გამომძიებელი ვარაუდს გამოთქვამდა, რომ ის ვიღაცამ გაასუფთავა.