"ქართული ოცნების" ინტერესებზე მორიგებული მორიგი საკანონმდებლო ინციატივა, რომლის სამიზნე ფარმაცევტული ბიზნესი და კლინიკები არიან.
მმართველმა გუნდმა ჯანდაცვის შესახებ კანონში ცვლილებების განხილვა დაიწყო, რომელიც რეალურად სფეროს განვითარების ნაცვლად, ხელისუფლებას კერძო კომპანიებსა და ფარმაცევტულ საწარმოებზე კონტროლის დამატებითი ბერკეტებით უზრუნველყოფს. ჯანდაცვის კომიტეტმა დაგეგმილი ცვლილებები მეორე მოსმენით უკვე მიიღო.