"ქართული კინო საფრთხეშია" | 27 ივნისს, 17:00 საათზე, კულტურის სამინისტროსთან აქცია გაიმართება

გამოქვეყნდა:

"ქართული კინო საფრთხეშ" - 27 ივნისს, 17:00 საათზე  კულტურის სამინისტროსთან აქცია გაიმართება. 
აქციის ორგანიზატორების თქმით, მოთხოვნები უცვლელია: შეჩერდეს კინოცენტრში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესი და შეიცვალოს კინოცენტრის დირექტორის არჩევის წესი - კინოცენტრის დირექტორი დაინიშნოს მხოლოდ კონკურსის საფუძველზე და პროტესტის ჯგუფი ჩართული იყოს ყველა იმ ეტაპზე, რომელიც ამ ინიციატივამ უნდა გაიაროს.

"მესამე კვირაა, კინოს სფეროს წარმომადგენლები ჩვენი სამართლიანი მოთხოვნებით პროტესტს არ ვწყვეტთ. თუმცა კინოცენტრისა და სამინისტროს მხრიდან ქმედითი ნაბიჯი არ გადადგმულა:
თეა წულუკიანის მიერ კინოცენტრის ახლად დანიშნულმა დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა არც ჩვენს ოფიციალურ წერილს უპასუხა და კარიც არ გაგვიღო.

შემდგომ ჩვენი მოთხოვნების ადრესატად შეურაცხმყოფელი განცხადებით თავი მოინიშნა კულტურის სამინისტრომ. ამიტომ 22 ივნისს თეა წულუკიანსაც მივმართეთ ოფიციალური წერილით - შეგვხვდეს და ჩვენს მოთხოვნებზე დაგველაპარაკოს. პასუხად მივიღეთ კულუარულად დაგეგმილი შეხვედრა, იმ კინემატოგრაფისტებთან, რომელთაგან სულ რამდენიმე უცხადებდა საჯარო მხარდაჭერას ჩვენს მოთხოვნებს. სამინისტრო ჩვენს ოფიციალურ წერილზე ამ დრომდე დუმს" - წერია ორგანიზატორების განცხადებაში.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი