რუსეთის გადამდგარი პრემიერმინისტრის, დიმიტრი მედვედევი 2008 წლის აგვისტოს ომს ეხმაურება და აცხადებს, რომ მათ "ნაძირლების ქმედებებს უპასუხეს". მისი მტკიცებით, აგვისტოს ომი საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის დანაშაულებრივ, კრიმინალურ ქმედებებზე პასუხი იყო და მან "რთული, მაგრამ ერთადერთი შესაძლო" გადაწყვეტილება მიიღო, როცა სამხედრო ძალები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შეიყვანა. ამ თემაზე პოსტი მედვედევმა საკუთარ Facebook-ზე გამოაქვეყნა.
მედვედევი, ამტკიცებს, რომ რუსეთი მეზობელ ქვეყნებში მშვიდობასა და სტაბილურობას უჭერს მხარს და ფედერაციას "მშვიდობის მცველად" მოიხსენიებს. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპაციასთან ერთად რუსეთმა 2014 წელს მეზობელი ყირიმის ანექსიაც მოახდინა.
დღეს 12 წელი გავიდა მას შემდეგ რაც ჩვენმა ქვეყანამ უპასუხა საქართველოს მაშნდელი პრეზიდენტის დანაშუალებრივ ქმედებას. უპასუხა ნაძირლების ქმედებებს, რომელმაც გასცა ბრაძანება მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღდმეგ , დაუცველი მოხუცებისა და ბავშვების წინააღმდეგ, რუსეთის მშვიდობის ყოფელების წინააღმდეგ, რომლებიც მშვიდობას უზრუნველყოფდნენ და იცავდნენ ქართული სოფლების მოსახლეობასაც.
ცხადია, საკითხი შეეხებოდა ომის წამოწყებას რუსეთის წინააღმდეგ. სწორედ ამიტომ მე მივიღე რთული, თუმცა ერთადერთი შესაძლო გადაწყვეტილება - დამეცვა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, პირველ რიგში, დამეცვა ისინი აგრესიისგან და შემდგომში, მათივე მოქალაქეების მოთხოვნით მეღიარებიანა მათი დამოუკიდებლობა. წინააღმდეგ შემთხვევაში ამიერკავკასია დენთის კასრად იქცეოდა, რაც რუსეთისთვის მიუღებელი იქნებოდა, რადგან ის ყოველთვის არის მშვიდობის მცველი მეზობელ სახელმწიფოებში.
რუსეთი ყოველთვის დგას და იდგება, მშვიდობისა და სტაბილურობისთვის მეზობელ სახელმწიფოებში. ჩვენი ყოველი ქმედება და გადაწყვეტილება სრული გულწრფელობით, ამითაა ნაკარნახევი. ამასთან, მკაფიოდ უნდა ითქვას, რომ რუსეთი არასდროს დაუშვებს მათ მოქალაქეებზე თავდასხმას, სადაც არ უნდა ხდებოდეს ეს. ჩვენი პასუხი, ვითარების გათავლისწინებით, ყოველთვის ადეკვატური იქნება, სტაბილურობისა და უსაფრთხოების კუთხით, როგორც ჩვენს ქვეყანაში ასევე დანარჩენ მსფოლიოში, - წერს დიმიტრი მედვედევი.
შეგახსენებთ, რომ დიმიტრი მედვედევი 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსეთის პრეზიდენტის პოსტს იკავებდა.
2008 წლის აგვისტოს ომიდან დღეს 12 წელი გავიდა. 12 წლის წინ, 7 აგვისტოს როკის გვირაბის გავლით საქართველოში რუსული არმია შემოიჭრა და ომი დაიწყო. ხუთდღიანმა ომმა 408 ადამიანი იმსხვერპლა: 170 სამხედრო მოსამსახურე, შსს-ს 14 თანამშრომელი და 224 მშვიდობიანი მოქალაქე. საკუთარ ქვეყანაში დევნილად იქცა კიდევ 26 000-მდე ადამიანი. 2008 წლის აგვისტოს ომში დაჭრილ და დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა კი ჯამში 2 232-ია ხუთდღიანი ომის შემდეგ, რუსეთმა ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა.
12 წლის მანძილზე საოკუპაციო რეჟიმებმა საერთაშორისო აღიარებას ვერ მიაღწიეს, თუმცა საქართველოს ტერიტორიების ანექსია და მცოცავი ოკუპაცია დღემდე გრძელდება - ბორდერიზაცია, ქვეყნის შუაგულში გავლებული მავთულხლართები და გატაცებული ადამიანები. ოკუპანტების უკანონო ტყვეობაში ამ დროისთვისაც 3 ადამიანია, რომელთა შესახებაც ოჯახებს ინფორმაცია არ აქვთ. ისინი არარსებული საზღვრის დარღვევისთვის 3 ივლისს დააკავეს - ხვიჩა მღებრიშვილს 4 წლამდე, დაჭრილ ზაზა გახელაძეს კი 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება. გასული წლის ბოლოს საკუთარი სახლიდან გაიტაცეს გენადი ბესტაევი, რომელიც უკვე "მსჯავრდებულია" და 2019 წლის ნოემბრიდან ორწლიან "სასჯელს" იხდის.