
პარლამენტის კულტურის კომიტეტმა ''საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ'' კანონში შესატან ცვლილებებს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა.
ინიციატორთა განმარტებით, კანონპროექტის მიზანია, საქართველოში საავტორო უფლებების კოლექტიური მართვის საკანონმდებლო და ინსტიტუციური ჩარჩოს გაუმჯობესება და მისი ევროკავშირის ქვეყნების კანონმდებლობასთან დაახლოება.
კანონის პროექტის მიღების შედეგად ქონებრივი უფლებების კოლექტირუ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის შექმნის წესები და პირობები გაიწერება.
დღეს კულტურის კომიტეტზე კანონის მიღება ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.
შეგახსენებთ, ახალი რეგულაციის მიხედვით, კანონი საავტორო ბაზარზე ახალი კომპანიის, "გერას" ფუნქციონირებას დაუშვებს, რაც საქართველოს საავტორო ასოციაციის ინფორმაციით, საერთშორისო სტანდარტების დარღვევაა და ამ ცვლილებებს ერთადერთი მიზანი აქვს - პოლიტიკურ კონტროლს დაექვემდებაროს სახელოვნებო სფერო.