"ნებისმიერი შანტაჟი და არეულობა განწირულია მარცხისთვის" | პუტინის მიმართვა რუსებს

გამოქვეყნდა:

"ნებისმიერი შანტაჟი და არეულობა განწირულია მარცხისთვის", - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი რუსეთის მოქალაქეებისადმი საგანგებო მიმართვაში საუბრობს. 

ის რუსებს გამძლეობისთვის, სოლიდარობისა და პატრიოტიზმისთვის მადლობას უხდის და პრიგოჟინის არშემდგარ ამბოხს ეხმაურება. ამბობს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, შეიარაღებული აჯანყება ჩახშობილი იქნებოდა.

მისივე თქმით, "აჯანყების ორგანიზატორებმა უღალატეს ხალხს და მათ, ვინც აჯანყების პროცესში იყო ჩართული".

პუტინი ამბობს იმასაც, რომ "რუსეთის მტრებს სურდათ, ქვეყანა სისხლიან სამოქალაქო დაპირისპირებაში ჩამხრჩვალიყო, თუმცა მათ ეს არასწორად გათვალეს"

რუსეთის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ამბოხებულებს გზაზე გადაუდგა, მათ შორის, "გმირ მფრინავებს". აქვე, მან აღნიშნა, რომ აჯანყების შეჩერებაში გადამწყვეტი როლი "რუსების პატრიოტულმა განწყობამ და რუსი ხალხის კონსოლიდაციამ" ითამაშა.

პუტინმა "ვაგნერის" მებრძოლებს თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტის გაფორმება, სახლში დაბრუნება ან ბელარუსში წასვლაც შესთავაზა. სიტყვით გამოსვლისას მან "ვაგნერელები" დაარწმუნა, რომ მიცემული დაპირება აუცილებლად შესრულდება.

მან ასევე მადლობა გადაუხადა ლუკაშენკოს "აჯანყების დარეგულირებაში შეტანილი წვლილისთვის".

შეგახსენებთ, რომ 23 ივნისის საღამოს ევგენი პრიგოჟინმა თავდაცვის სამინისტრო ვაგნერის პოზიციებზე თავდასხმაში დაადანაშაულა და შეიარაღებული ამბოხი წამოიწყო. 24 ივნისს ვაგნერელებმა დონის როსტოვში სამხედრო ობიექტები დაიკავეს. FSB-მ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე შეიარაღებული აჯანყების ორგანიზებისთვის აღძრა.ვლადიმერ პუტინმა დაჯუფების მოქმედებებს ღალატი უწოდა და პრიგოჟინს დასჯით დაემუქრა.

24 ივნისის საღამოს ვაგნერელებმა ვორონეჟშიც დაიკავეს სტრატეგიული ობიექტები და მოსკოვის მისადგომებთან მივიდნენ. თუმცა, ვითარების დასარეგულირებლად მოლაპარაკებები გაიმართა ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს მონაწილეობით. შედეგად, რუსეთის ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ შეაჩერებდა სისხლის სამართლის საქმეს ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ და არ დასჯიდა აჯანყების მონაწილეებს. პრიგოჟინმა უსაფრთხოების გარანტია მიიღო, თუმცა შეთანხმების მიხედვით, ის ბელარუსში უნდა გამზავრებულიყო. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი