ამბოხის შემდეგ პრიგოჟინის თვითმფრინავი როსტოვიდან სანქტ-პეტერბურგში გაფრინდა | მედია

გამოქვეყნდა:

მედიის ცნობით, ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავი ამბოხის შემდეგ, როსტოვიდან სანკტ-პეტერბურგში გაფრინდა. 

გავრცელებული ინფორმაციით,  25 ივნისს სანქტ-პეტერბურგიდან თვითმფრინავი Embraer Legacy 600 (RA-02795) აფრინდა და როსტოვის რაიონთან იდენტიფიკაციის მოწყობილობა გამორთო.

იმავე დღეს, დაახლოებით 18:00 საათზე, თვითმფრინავი კვლავ გამოჩნდა რადარებზე ტამბოვის რეგიონის თავზე და 19:00 საათისთვის  სანქტ-პეტერბურგში დაბრუნდა.

გარდა ამისა, Vazhnye istorii იუწყება, რომ პრიგოჟინი ბოლოს საზოგადოებაში 24 ივნისს საღამოს ნახეს როსტოვში YVO-ს შტაბ-ბინიდან დატოვებისას.

შეგახსენებთ, რომ 23 ივნისის საღამოს ევგენი პრიგოჟინმა თავდაცვის სამინისტრო ვაგნერის პოზიციებზე თავდასხმაში დაადანაშაულა და შეიარაღებული ამბოხი წამოიწყო. 24 ივნისს ვაგნერელებმა დონის როსტოვში სამხედრო ობიექტები დაიკავეს. FSB-მ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე შეიარაღებული აჯანყების ორგანიზებისთვის აღძრა.ვლადიმერ პუტინმა დაჯუფების მოქმედებებს ღალატი უწოდა და პრიგოჟინს დასჯით დაემუქრა.

24 ივნისის საღამოს ვაგნერელებმა ვორონეჟშიც დაიკავეს სტრატეგიული ობიექტები და მოსკოვის მისადგომებთან მივიდნენ. თუმცა, ვითარების დასარეგულირებლად მოლაპარაკებები გაიმართა ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს მონაწილეობით. შედეგად, რუსეთის ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ შეაჩერებდა სისხლის სამართლის საქმეს ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ და არ დასჯიდა აჯანყების მონაწილეებს. პრიგოჟინმა უსაფრთხოების გარანტია მიიღო, თუმცა შეთანხმების მიხედვით, ის ბელარუსში უნდა გამზავრებულიყო. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი