უკრაინის შეიარაღებული ძალები წარმატებით მიიწევენ წინ რამდენიმე მიმართულებით - გენშტაბი

გამოქვეყნდა:

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპიკერის, ანდრეი კოვალევის თქმით, უკრაინული ძალები წარმატებით მიიწევენ ფრონტის რამდენიმე მიმართულებით სამხრეთითა და აღმოსავლეთით - მელიტოპოლში, ბერდიანსკსა და ბახმუტში.

"ნოვოდარივკა - პრიიუტნე, ნოვოდანილივკა - რობოტინის მიმართულებით უკრაინელი სამხედროები წარმატებით აგრძელებენ სროლას მტრის იდენტიფიცირებულ სამიზნეებზე. ასევე თავდაცვის ძალები ახორციელებენ შეტევითი მოქმედებების ბახმუტის მიმართულებით ორიხოვეს დასახლებების მიდამოებში", - ამბობს გენშტაბის სპიკერი.

როგორც კოვალევმა აღნიშნა, უკრაინელი სამხედროები აგრძელებენ რუსული ჯარების წინსვლის შეკავებას ლიმანის, ავდიივკასა და მარინის მიმართულებით.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი