უკრაინამ, დიდი ალბათობით, 2014 წლიდან ოკუპირებული ტერიტორიის ნაწილი დაიბრუნა - ბრიტანეთის დაზვერვა

გამოქვეყნდა:

ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, უკრაინის საჰაერო სადესანტო ძალებს მცირე წინსვლა ჰქონდათ დონეცკის მახლობლად მდებარე სოფელ კრასნოროვკას აღმოსავლეთით, რომელიც ფაქტობრივად მდებარეობს დემარკაციის ძველ ხაზზე.

როგორც უწყება აღნიშნავს, 2022 წელს ომის დაწყების შემდეგ, ეს ერთ-ერთი პირველი შემთხვევაა, როცა უკრაინულმა ძალებმა, დიდი ალბათობით, რუსეთის მიერ 2014 წლიდან ოკუპირებული ტერიტორიის ნაწილი დაიბრუნეს.

ბრიტანეთის დაზვერვა ასევე წერს, რომ დონბასში უკრაინული ძალების ბოლოდროინდელმა თავდასხმებმა, სავარაუდოდ, გადააჭარბა "დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა" და ჩეჩნურ ძალებს, რომლებიც ამ მხარეში მოქმედებენ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი