სანქციების უმაღლესი კოორდინატორები საქართველოში არიან. ზუსტად ერთ საათში დევიდ ოსალივანი, ჯიმ ობრაიენი და კუმარ აიერი პრემიერ მინისტრს შეხვდებიან, დღესვეა დაგეგმილი შეხვედრები ფინანსთა, საგარეო და ეკონომიკის მინისტრებთან. უკვე ხვალ კი სანქციების აღმასრულებელი სამეული ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობას და გენერალურ პროკურორს შეხვდებიან.
ამ წუთებში ისინი საგარეო საქმეთა სამინისტროში იმყოფებიან.
ამ ვიზიტამდე რამდენიმე კვირით ადრე ობრაიენმა განაცხადა, რომ საქართველო იმ ხუთ ქვეყანას შორისაა, რომელიც რუსეთისთვის დაკისრებული სანქციების თავის არიდების მხრივ პრობლემად რჩება. უფრო ადრე კი ევროკავშირის შესაბამისმა უწყებამ ოსალივანის ხელმძღვანელობით გამოძიება დაიწყეს იმ ქვეყნებთან მიმართებით, ვისი ვაჭრობაც სანქციების მიუხედავად დრამატულად გაიზარდა რუსეთთან, მათ შორის იყო საქართველოც.