ვიხილეთ GO GO, ჟენია წინ, გულშემატკივრობდნენ ყველაზე პირსისხლიან დამრბევს უკრაინისას - ქადაგიშვილი

გამოქვეყნდა:

"ნათელი გახდა მთელი ჩვენი საზოგადოებისათვის ის მოუთმენლობა და ის დიდი პროვოკაციის წყურვილი, რაც კოლექტიურმა ნაცმოძრაობამ და გლობალური ომის პარტიის ქართულმა ფილიალმა გამოავლინა. დავკეტოთ ლარსი, შემოვიღოთ სავიზო რეჟიმი, მოვიწვიოთ უშიშროების საბჭო, მოვახდინოთ ჯარების სასწრაფო მობილიზაცია, ეს ყველაფერი, ჯერ კიდევ, რომ იტყვიან ყვავილები იყო, იმასთან შედარებით, როდესაც პირდაპირ ითქვა, რომ ახლა უკვე არის ის გეოპოლიტიკური ჟამი დამდგარი, როდესაც ჩვენ ომით დაკარგული ბრძოლით უნდა დავიბრუნოთ, ანუ პირდაპირ საბრძოლო მოქმედებებზე უნდა გადავსულიყავით. ეს ყველაფერი ხდება იმ ფონზე, როცა მთელი მსოფლიო აკვირდებოდა პირველ რიგში მოვლენების განვითარებას, ზუსტად ასევე აკვირდებოდა მოვლენების განვითარებას, რა თქმა უნდა, ყველა პასუხისმგებლობიანი მთავრობა და მათ შორის საქართველოს ხელისუფლებაც და საქართველოს მთავრობაც. 

ჩვენ ვიხილეთ ლექსები მიძღვნილი პრიგოჟინზე, ვიხილეთ GO GO, ჟენია წინ, და გულშემატკივრობდნენ იმას, ვინც ყველაზე პირსისხლიანი მებრძოლი და დამრბევი იყო უკრაინისა, უკრაინელი მათ შორის ბავშვების რუსეთში რეპატრიაციისა, და ეგონათ აქ ვიღაცეებს, რადიკალური ოპოზიციიდან, რომ ამ ბოროტებას შეუძლია მეორე ბოროტებაზე გამარჯვება და ამით საქართველო რაღაც სიკეთეს მიიღებდა. ვერასდროს ბოროტებით ბოროტებაზე გამარჯვებული კეთილ ნაყოფს ვერ გამოიღებს". 

თქვა "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა პარლამენტში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი