დავამტკიცებთ კანონს, რომ ტერიტორიული მთლიანობის დარღვევაზე მოწოდებაც კი დაისაჯოს - ნათელაშვილი

გამოქვეყნდა:

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერის, შალვა ნათელაშვილის განცხადებით, ქართველი ხალიხის უსფართხოების მთავარი გარანტი ნატოს წვრობა და საქართველოში აშშ-ს სამხედრო ბაზების განლაგებაა. ამ თემაზე მან ოძისში, სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა.

დავამტკიცებთ კანონს, რომ მოწოდებაც კი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევაზე დაისჯება ციხით, მოხდება რუსეთის ფედერაციის საერთაშორისო სანქცირება, სოხუმი გამოცხადდება საქართველოს დე-იურე დედაქალაქად, ცხინვალი საპარლამენტო ქალაქად და რაც მთავარია საქართველოს ტერიტორიაზე ამერიკის სამხედრო ბაზები გაიხსნება, - თქვა შალვა ნათელაშვილმა.

2008 წლის აგვისტოს ომიდან დღეს 12 წელი გავიდა. 12 წლის წინ ამ დღეს, 7 აგვისტოს როკის გვირაბის გავლით საქართველოში რუსული არმია შემოიჭრა და ომი დაიწყო. ხუთ­დღი­ან­მა ომმა 408 ადა­მი­ა­ნი იმ­სხვერ­პლა: 170 სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე, შსს-ს 14 თა­ნამ­შრო­მე­ლი და 224 მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე. საკუთარ ქვეყანაში დევნილად იქცა კიდევ 26 000-მდე ადამიანი. 2008 წლის აგვისტოს ომში დაჭ­რილ და და­შა­ვე­ბულ სა­მო­ქა­ლა­ქო და სამ­ხედ­რო პირ­თა რა­ო­დე­ნო­ბა კი ჯამში 2 232-ია ხუთდღიანი ომის შემდეგ, რუსეთმა ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა. 12 წლის მანძილზე საოკუპაციო რეჟიმებმა საერთაშორისო აღიარებას ვერ მიაღწიეს, თუმცა საქართველოს ტერიტორიების ანექსია და მცოცავი ოკუპაცია დღემდე გრძელდება - ბორდერიზაცია, ქვეყნის შუაგულში გავლებული მავთულხლართები და გატაცებული ადამიანები. ოკუპანტების უკანონო ტყვეობაში ამ დროისთვისაც 3 ადამიანია, რომელთა შესახებაც ოჯახებს ინფორმაცია არ აქვთ. ისინი არარსებული საზღვრის დარღვევისთვის 3 ივლისს დააკავეს - ხვიჩა მღებრიშვილს 4 წლამდე, დაჭრილ ზაზა გახელაძეს კი 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება. გასული წლის ბოლოს საკუთარი სახლიდან გაიტაცეს გენადი ბესტაევი, რომელიც უკვე "მსჯავრდებულია" და 2019 წლის ნოემბრიდან ორწლიან "სასჯელს" იხდის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი