მადლობა ღმერთს, რომ GO GO ჟენიები, პრიგოჟინისტები არ არიან ხელისუფლებაში, ქვეყანა გადარჩენილია - კობახიძე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ოპოზიციას ამჯერად იმის გამო აკრიტიკებს, რომ რუსეთში მიმდინარე მოვლენების ფონზე, მისი თქმით, ისინი "ვაგნერის" ხელმძღვანელს გულშემატკივრობდნენ. 

კობახიძემ თქვა, რომ ოპონენტებს ურჩიეს დილიდან არ ამჩატებულიყვნენ, თუმცა მათ არ დაუჯერეს და ამაში ჩართული იყო პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი და "მთავარი არხის" დამფუძნებელი, ნიკა გვარამია.

"გუშინ ის [მიხეილ სააკაშვილი] ისევე როგორც მთელი კოლექტიური ნაცმოძრაობა, გახდნენ პრიგოჟინისტები და გულით გულშემატკივრობდნენ ევგენი პრიგოჟინს. უძღვნიდნენ მათ ეპიტაფიებს, ლექსებს და ასე შემდეგ. ჩვენ ვურჩიეთ მათ დილიდანვე არ ამჩატებულიყვნენ, არ გამოველინათ ეს ზედმეტი აჟიტირება, თუმცა არ დაგვიჯერეს და მიიღეს შესაბამისი შედეგი. ათასი სისულელე თქვეს, ათასი შეცდომა დაუშვეს და ამაში ჩართული იყო აბსოლუტურად ყველა, სალომე ზურაბიშვილით დაწყებული და მის მიერ შეწყალებული გვარამიათი დამთავრებული, რომელიც Go Go Zhenia!-ს პოსტავდა დილიდან მოყოლებული, პირდაპირ გულშემატკივრობდა კაცს, რომელმაც მოაწყო ბახმუტში უკრაინელების სასაკლაო. ამით ამაყობდა პრიგოჟინი, რომ მან მოაწყო უკრაინელების სასაკლაო, ხორცსაკეპი და ასეთ კაცს გულშემატკივრობდა მთელი კოლექტიური ნაცმოძრაობა", - თქვა კობახიძემ. 

მისივე თქმით, რუსეთში სამხედრო არეულობის ფონზე გამოჩნდა, რომ "კოლექტიურ ნაცმოძრაობას" ანალიზის უნარი არ აქვს. 

"თქვენ წარმოიდგინეთ ასეთი ანალიზის უნარის არმქონე ხელისუფლება რომ ჰყოლოდა გუშინ წინ თუ როცა იყო საქართველოს, ქვეყანას გახვევდნენ ათას უბედურებაში, მადლობა ღმერთს, რომ ეს ადამიანები, ეს GO GO ჟენიები არ არიან დღეს ხელისუფლებაში, მადლობა ღმერთს, ქვეყანა არის გადარჩენილი, იმის გამო რომ ამ ადამიანებმა ვერ მოახერხეს 2021 წელს ხელისუფლებაში დაბრუნება, ესენი არიან კოლექტიური გოუ გოუ ჟენიები, პრიგოჟინისტები", - თქვა კობახიძემ.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი