ქვეყნისთვის 300 დოლარი რომ არ დაგიხარჯავთ და სხვის 3 მილიარდს იწუნებთ, სირცხვილია - კობახიძე დენდროპარკზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე დენდროლოგიურ პარკს ბიძინა ივანიშვილის "მორიგ საქველმოქმედო პროექტს უწოდებს" და ამბობს, რომ ივანიშვილმა თავისი პირობა ბოლომდე შეასრულა, რადგან დენდროლოგიური პარკის მონახულება ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერ დროს შეუძლია.

"დღესაც ეს პარკი არის გახსნილი საზოგადოებისთვის და თავიდან ბოლომდე ემსახურება საზოგადოებას, ნებისმიერ დღეს, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მოინახულოს ეს პარკი და შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილის ეს პირობა არის ბოლომდე შესრულებული. რაც შეეხება ამ ტექნიკური საკითხების გამოყენებას კამპანიისთვის, ეს უბრალოდ სამარცხვინოა. მინდა ერთი რამე შეგახსენოთ, ბიძინა ივანიშვილს 3 მილიარდი დოლარი აქვს დახარჯული ქველმოქმედებაზე 500-ზე მეტი მარტო ეკლესია-მონასტერია აღდგენილი, უამრავი თეატრი, ა.შ", - თქვა კობახიძემ.

რაც შეეხება ინფორმაციას, რომ ბერა ივანიშვილმა დენდროლოგიური პარკი, დედას, ეკატერინე ხვედელიძეს გადაუფორმა, კობახიძე ამას ტექნიკურ საკითხს უწოდებს და ამბობს, რომ ამ საკითხის გამოყენება სპეკულაციისთვის "სამარცხვინოა".

"ეს არის ტექნიკური საკითხი, სასპეკულაციო არაფერია, რა მნიშვნელობა აქვს შვილზე იქნება მეუღლეზე თუ როგორ. არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ეს ტექნიკური საკითხი სპეკულაციებისთვის გამოიყენონ, ეს სამარცხვინოა, ჯერ ერთი აგური დადონ საკუთარი ქვეყნისთვის.

[...]

არ გინდათ სპეკულაციები, სამარცხვინოა. 3 000 დოლარი დაგიხარჯავთ საკუთარი ქვეყნისთვის, 300 დოლარი დაგიხარჯავთ? არ დაგიხარჯავთ. საკუთარი ქვეყნის და ქველმოქმედებისთვის 300 დოლარი რომ არ დაგიხარჯავთ და სხვის 3 მილიარდ დოლარს რომ იწუნებთ, ეს სირცხვილია", - თქვა  კობახიძემ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი