ბელორუსის პრეზიდენტის თქმით, რუსეთში შეიარაღებული აჯანყების მცდელობის დროს, არმიის სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანის ბრძანება გასცა - ამის შესახებ ლუკაშენკომ მინსკში, გენერლების დაჯილდოების ცერემონიალზე განაცხადა.
"მე გავეცი ბრძანება, რომ ჯარი მზადყოფნაში ყოფილიყო”, - თქვა ლუკაშენკომ და აღნიშნა, რომ მისთვის „მტკივნეული იყო“ რუსეთში მიმდინარე მოვლენების ყურება.
23 ივნისს რუსეთის დაქირავებულმა კერძო სამხედრო დაჯგუფება ვაგნერის ხელმძღვანელმა ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ვაგნერელების ბანაკზე თავდასხმაში დაადანაშაულა, რასაც პრიგოჟინის დაჯგუფების სამხედრო ამბოხი მოჰყვა. 23-24 ივნისს ვაგნერმა როსტოვისა და ვორონეჟის სამხედრო ობიექტები დაიკავა და მოსკოვს მიუახლოვდა.
რუსეთში სამხედრო არეულობას 24 ივნისს ქვეყნის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 5 წუთიანი ვიდეომიმართვით გამოეხმაურა და თქვა, რომ ვინც იარაღი აღმართა თანამებრძოლების წინააღმდეგ, უღალატა რუსეთს - ისინი პასუხს აგებენ.
ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს შუამავლობით მხარეებს შორის შეთანხმება დაიდო. პრიგოჟინი ბელარუსში გაემგზავრა, ამბოხის გამო მის წინააღმდეგ დაწყებული სისხლის სამართლის საქმის წარმოება კი შეწყდა.