ფარჩაკი, ტურა, სხვა რა უნდა უწოდო ადამიანს, რომელიც რუსეთუმეებს დაგვიძახებს და შემდეგ ადგება და გაიპარება. რამე ხო არ გეშლებათ, არავინ არ აპირებს, რომ იოტისოდენა გაგიტაროთ. რუსეთუმეებიც ხართ, ჟენიებიც ხართ, პრიგოჟინზე ლექსის მიმძღვნელებიც ხართ, ამ ქვეყნის მტრებიც ხართ და ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ ამაზე პასუხს ყოველთვის მოგთხოვთ. როდესაც გაბედავთ, რომ აზრად მოგივიდეთ, თქვე მართლა ტურებო და დააცხრებით ამ ქვეყანას გგონიათ და ისევ დაჯიჯგნით ჩვენ ქართველ, ამაყ, მინდა ვიხმარო სიტყვა ჯიგარი იმიტომ, რომ არც ერთ სხვა ენაზე ეს სიტყვა არ ითარგმნება, თქვენ არც ჯიგარი გაქვთ, არც სამშობლო გიყვართ და ჩვენ გვეძახით რუსეთუმეებს? კარგად დაფიქრდით, პოლიტიკურად ანგაჟირებული ცხელი თავები გაიგრილეთ, თუ ამას ვერ იზამთ, ამის საშუალებებიც არსებობს, რომ ეს თავები გაგიგრილოთ.
მიმართა "ოცნების" დეპუტატმა ალუდა ღუდუშაურმა ოპოზიციას