პუტინი კრემლში იმ სამართალდამცავი უწყებების თანამშრომლებს შეხვდება და მიმართავს, რომლებმაც შეიარაღებული აჯანყების მცდელობა "აღკვეთეს" - კრემლთან უკვე მობილიზებული არიან ძალოვნები.
"კრემლში პუტინი მიმართავს თავდაცვის სამინისტროს, რუსეთის გვარდიის, FSB-ს, შინაგან საქმეთა სამინისტროს და FSO-ს დანაყოფებს, რომლებიც უზრუნველყოფდნენ წესრიგს და კანონს აჯანყების დროს და მონაწილეობდნენ აჯანყების მცდელობის ჩახშობაში. ის ჩვენს ჯარისკაცებს მიმართავს“, - განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა პესკოვმა.
პუტინი, რომელიც ვაგნერელების შეტევის დღეს დაიმალა და მოსკოვიდან გაიქცა, სამხედროების წინაშე დღეს პირველად გამოჩნდება. გუშინ ის ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელებს შეხვდა.