ეროვნული გვარდია მიიღებს მძიმე იარაღს და ტანკებს - განაცხადა გვარდიის ხელმძღვანელმა, ვიქტორ ზოლოტოვმა პუტინის სიტყვით გამოსვლის შემდეგ.
"რუსეთის გვარდიაში მძიმე იარაღს და ტანკებს შევიყვანთ“, - განაცხადა ზოლოტოვმა. მისი თქმით, ეს საკითხი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან იყო განხილული.
შეგახსენებთ, პუტინმა კრემლის საკათედრო ტაძრის მოედანზე დღეს ძალოვანი უწყებების თანამშრომლები შეკრიბა და მადლობა გადაუხადა "სამოქალაქო ომის თავიდან აცილებაში".