დარჩიაშვილი სანქციების უმაღლეს კოორდინატორებს შეხვდა - საგარეო

გამოქვეყნდა:

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სანქციების განხორციელების საკითხებში საერთაშორისო სპეციალურ წარმომადგენელს დევიდ ო’სალივანს და სანქციების საკითხებში აშშ-სა და გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენლებს ელჩ ჯეიმს ო’ბრაიენს და კუმარ იერს შეხვდა. 

უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს, რომ აღნიშნული ვიზიტი ხელს შეუწყობს საქართველოს შემდგომ მჭიდრო თანამშრომლობას სპეციალური წარმომადგენლის ოფისებთან. საუბარი შეეხო საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხსაც.

"შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოს კოორდინაციას საერთაშორისო პარტნიორებთან უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის დაწყების შემდეგ რუსეთისთვის დაწესებული ფინანსური სანქციების საკითხში.

შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ევროკავშირს, აშშ-სა და გაერთიანებულ სამეფოს კიდევ ერთხელ დაუდასტურა საქართველოს შესაბამისი სამსახურების მზადყოფნა ფინანსური სანქციების რეჟიმის დასაცავად, რაც არაერთხელ აღინიშნა როგორც პარტნიორების, იგივე   ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მომზადებულ შესაბამის ანგარიშებში, ისე სპეციალური მისიების მიერ საქართველოში განხორციელებული იმ  ვიზიტების დროს, რომლებიც მიზნად ისახავდა ადგილზე ვითარების გაცნობას.

ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა და სხვა სტუმრებმა დადებითად შეაფასეს საქართველოსთან მიმდინარე თანამშრომლობა ფინანსური სანქციების განხორციელების კუთხით და გამოხატეს მზადყოფნა აქტიური დიალოგის გასაგრძელებლად. 

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხსაც. ილია დარჩიაშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ქვეყნისა და მისი მოსახლეობის ევროპული არჩევანის ურყეობა და ხელისუფლების მზადყოფნა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე წინსვლისთვის საჭირო რეფორმების გასატარებლად," - ნათქვამია განცხადებაში.

შეხვედრაში სანქციების უმაღლეს კოორდინატორებთან ერთად მონაწილეობდნენ ევროკავშირის, აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის ელჩები საქართველოში.

ასევე ნახეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი