კობა ხუბუნაია შვებულებაში გავიდა - ინფორმაციას "ფორმულა" ავრცელებს. ხუბუნაია კინოცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად 11 ივნისს დაინიშნა, რასაც ხელოვანებისა და კინოცენტრის თანამშრომლების პროტესტი მოჰყვა. კინოცენტრში რეორგანიზაცია დაიწყო, რის შედეგადაც უწყებიდან კვალიფიციური კადრები გაათავისუფლეს.
თავად ხუბუნაია კი წარსულში პრობაციის სამსახურში მუშაობდა. ასევე იყო კულტურის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი.
კინოცენტრის თანამშრომლები და ხელოვანები თანამდებობაზე დანიშვნის დღიდან, ხუბუნაიასთან შეხვედრას და რეორგანიზაციის შეჩერებას მოითხოვდნენ, თუმცა უშედეგოდ.
ხელოვანები კულტურის სამინისტროსთან ამ წუთებშიც მართავენ აქცია და ამჯერდ მნისტრ წულუკიანთან შეხვედრას მოითხოვენ.