
ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ადასტურებს, რომ "ვაგნერის" დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი ბალარუსში დღეს, 27 ივნისს ჩავიდა და ის ახლა ქვეყანაშია - "დიახ, მართლაც, ის დღეს ბელარუსშია". - ამბობს ლუკაშენკო.
როგორც BBC, ბელარუსულ გამოცემაზე დაყრდნობით წერს, პრიგოჟინის კერძო თვითმფრინავი მაჩულიშის სამხედრო აეროდრომზე მინსკის მახლობლად დაეშვა.
შეგახსენებთ, შაბათს საღამოს, როდესაც ლუკაშენკოს შუამავლობით პრიგოჟინსა და კრემლს შორის აჯანყების დასრულების შესახებ შეთანხმება დაიდო, გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრიგოჟინი ბელარუსში მიემგზავრებოდა.