უკრაინული შენაერთები ბახმუტთან 4 დღეა წინ მიიწევენ - უკრაინის თავდაცვა

გამოქვეყნდა:

უკრაინული შენაერთები ბახმუტთან ზედიზედ ოთხი დღეა წინ მიიწევენ - აცხადებს უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ჰანა მალიარი.

"მეოთხე დღეა, ბახმუტის მიმართულებით შეტევითი ოპერაციები მიმდინარეობს. ჩვენი მცველები ფლანგებზე ყოველდღე მიიწევენ წინ თანდათანობით. დღეის მდგომარეობით ისინი არ შესულან ქალაქ ბახმუტში“, - წერს მალარი, თუმცა არ ასახელებს დეტალებს, კონკრეტულად რა ადგილებზე წაიწიეს წინ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა.

მალიარის თქმით, უკრაინელმა სამხედროები აღმოსავლეთ ფრონტზე შეტევითი მოქმედებების დაგეგმვისას „გაითვალისწინეს ვაგნერსა და რუსეთის მთავრობას შორის უთანხმოების ფაქტი“.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი