დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. "რეფერენდუმის" ჩატარება სურთ

გამოქვეყნდა:

დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. "რეფერენდუმის" ჩატარება სურთ. როგორც ადგილობრივი მედია წერს, ე.წ. „მთავრობისა“ და „პრეზიდენტის“ მიერ გატარებული პოლიტიკის მიმართ უნდობლობის საკითხზე "რეფერენდუმის" ინიციატივით ვეტერანთა და მოქალაქეთა ორგანიზაცია „აიაარა“ გამოდის.

კითხვა, რომელზეც ე.წ. რეფერენდუმის ჩატარება 36-კაციან საინიციატივო ჯგუფს სურს ასეთია: „აუცილებლად მიგაჩნიათ თუ არა აფხაზეთის რესპუბლიკაში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება?“.

ორგანიზაციის წევრები ე.წ. "რეფერენდუმის" ჩასატარებლად საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციის მოთხოვნით ე.წ. „ცენტრალურ საარჩევნო კომისიას“ მიმართავენ.

ცნობილია, რომ დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. "კანონმდებლობით", "რეფერენდუმის დანიშვნის უფლებამოსილება პრეზიდენტს აქვს, რეფერენდუმზე კი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი საკითხები გამოაქვთ".

რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივით გამოსვლა მოქალაქეებსაც შეუძლიათ. ამ შემთხვევაში საინიციატივო ჯგუფში მინიმუმ 25 ადამიანი უნდა შედიოდეს, რეფერენდუმის მოთხოვნით კი, მინიმუმ, 10 000 ხელმოწერა უნდა შეგროვდეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი