ივანიშვილი საკუთარ ქონებას ოჯახის წევრების სახელზე აფორმებს | რისთვის ემზადება ოლიგარქი

გამოქვეყნდა:

რისთვის ემზადება ბიძინა ივანიშვილი - საჯარო რეესტრის ჩანაწერები ადასტურებს, რომ მილიარდერი საკუთარი ქონებისგან თავისუფლდება. ჭორვილა, ბაკურიანი, შეკვეთილი - ქონება, რომელიც ცნობილი იყო როგორც პირადად ივანიშვილის საკუთრება, ახლა უკვე სხვების სახელზეა გადაფორმებული.

ერთ-ერთი პირველი ფაქტი დენდროლოგიური პარკის გადაფორმება აღმოჩნდა - ირკვევა, რომ ხალხზე ზრუნვით შეფუთული გრანდიოზული პროექტი, რომელიც ბერა ივანიშვილს ეკუთვნოდა, ახლა ეკატერინე ხვედელიძის, მილიარდერის მეუღლის საკუთრებაში გადავიდა. იგივე პროცესები მიმდინარეობს ჭორვილაშიც. რა არის ქონების მასშტაბური გადაფორმების მიზეზი, გაურკვეველია.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი