კანადაში ტყის ხანძრით გამოწვეულმა კვამლმა ევროპამდე მიაღწია | Reuters

გამოქვეყნდა:

Reuters-ის ცნობით, კანადაში ტყის ხანძრით გამოწვეულმა კვამლმა ევროპამდე მიაღწია, რაც რეკორდული მაჩვენებელია. 

ევროკავშირის ატმოსფერული მონიტორინგის სამსახურის ინფორმაციიით, აღმოსავლეთ და დასავლეთ კანადის ტერიტორიაზე გაჩენილმა ტყის ხანძარმა რეკორდული, 160 მლნ ტონა ნახშირბადი გამოუშვა. 

კანადის ტყის ხანძრის კვამლმა ივნისში დაფარა რამდენიმე მსხვილი ურბანული ცენტრი, მათ შორის ნიუ იორკსა და ტორონტოში. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანოებმა ჰაერის ხარისხის დაბინძურების გამო მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდეს.

წლევანდელმა ხანძარმა  კანადაში ამ დროისთვის დაახლოებით 76 000 კვადრატული კილომეტრი გაანადგურა. გარდა ამისა, კანადაში ტყის ხანძრების სეზონი, როგორც წესი, პიკს აღწევს ივლისის ბოლოს ან აგვისტოში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი