ჩაკეტე საზღვარი ! - დღეს, პარლამენტთან მოქალაქეები კიდევ ერთ აქციას გამართავენ

გამოქვეყნდა:

"ჩაკეტე საზღვარი" - ამ მოწოდებით დღეს, 28 ივნისს, 20:00 საათზე სამოქალაქო აქტივისტები და მოქალაქეები პარლამენტთან შეიკრიბებიან. აქციაზე მისულები მსვლელობით წავლენ იმ ადგილებისკენ, სადაც ყველაზე მეტი რუსეთის მოქალაქე იყრის თავს, რათა მათ საქართველოს მოქალაქეების ხმა გააგონონ.

"ჩვენი ქვეყნის წინარე ისტორიის და ოკუპანტ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, ვითხოვთ, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისთვის, დაუყოვნებლივ დაიხუროს სახელმწიფო საზღვრი და შეწყდეს პირდაპირი ავიამიმოსვლა", - წერენ ორგანიზატორები.

საზღვრის ჩაკეტვა მოქალაქეებმა კიდევ ერთხელ მას შემდეგ მოითხოვეს, რაც შაბათ-კვირას რუსეთში სამხედრო არეულობა მოხდა და ოკუპანტი ქვეყანა კიდევ ასობით მოქალაქემ დატოვა. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ საზღვრის ჩაკეტვას ან სავიზრო რეჟიმის შემოღებას არ აპირებენ და რუს ტურისტებს მიესალმებიან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი