უკრაინაში დააკავეს აგენტი, რომელმაც დაბომბვამდე ოკუპანტებს კრამატროსკის კაფეს ვიდეოები გაუგზავნა

გამოქვეყნდა:

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის ჯგუფმა რუსეთის სპეციალური ძალების აგენტი დააკავა, რომელიც კრამატორსკის ცენტრში 27 ივნისს განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმაში მონაწილეობდა. 

როგორც უწყება გავრცელებულ განცხადებაში წერს, დაკავებულმა აგენტმა 27 ივნისს მიიღო დავალება რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოდან, რომ გაერკვია ღია იყო თუ არა კრამატორსკის ცენტრში მდებარე კაფე და ვიდეო გადაეღო იქ მყოფი ვიზიტორებისთვის. 

გამოძიების ინფორმაციით, აგენტმა დავალება შეასრულა. მან აღნიშნულ დაწესებულება და იქვე გაჩერებული მანქანები ფარულად გადაიღო, რის შემდეგაც ვიდეო მასალა რუსეთის დაზვერვის სამსახურებს გაუგზავნა.

ინფორმაციის მიღებისთანავე რუსმა ჯარისკაცებმა კაფე მიზანმიმართულად დაბომბეს. 

შეგახსენებთ, რომ კრამატორსკის ცენტრში მდებარე კაფე 27 ივნისს რუსმა ოკუპანტებმა დაბომბეს. დაბომბვის დროს კაფეში ადამიანები იმყოფებოდნენ. 

თავდასხმის შედეგად, სულ მცირე 9 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 3 არასრულწლოვანი. დაშავდა კიდევ 60 ადამიანი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი