მექსიკაში შეიარაღებულმა პირებმა 14 პოლიციელი გაიტაცეს

გამოქვეყნდა:

მექსიკის სამხრეთ ნაწილში შეიარაღებულმა პირებმა პოლიციის 14 თანამშრომელი გაიტაცეს.

კიაპასის შტატის უსაფრთხოებისა და მოქალაქეების დაცვის მდივნის ცნობით, თოთხმეტივე გატაცებული პოლიციელი მამაკაცია. 

როგორც პოლიციის ადგილობრივი ოფისის წარმომადგენელმა გამოცემასთან ანონიმურად განაცხადა, პოლიციელები შტატ ჩიპასის დედაქალაქისკენ ავტომობილით გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც რამდენიმე სატვირთო მანქანამ ისინი ალყაში მოაქცია. შეიარაღებულმა პირებმა პოლიციელების ავტომობილში მყოფი ყველა ქალი გაათავისუფლეს, ხოლო 14-ვე კაცი გაიტაცეს. 

გატაცებულების ადგილსამყოფლის დასადგენად საჰაერო ოპერაცია მიმდინარეობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი