
ზეგ, ღარიბაშვილის პარლამენტში გამოსვლის პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოსთან აქცია დაანონსდა. ორგანიზატორი მოძრაობა "ნაბიჯია". აქციის მონაწილეები პარლამენტის უკანა შესასვლელთან შეიკრიბებიან:
"30 ივნისს ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტს წლიურ ანგარიშს აბარებს. სწორედ იმ ანგარიშს, რომელშიც ყველაფერი ეწერება სიმართლის გარდა.
ამ ანგარიშში, სხვა ბევრ სიცრუესთან ერთად, არ ეწერება, რომ მთავრობა ყველაფერს აკეთებს რათა საქართველო დააშოროს ევროპას და გახადოს რუსეთის უკანა ეზო!
ტყუილებით სავსე წლიური ანგარიშის ჩაბარების პარალელურად, ძალიან მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ დავანახოთ ჩვენი ერთიანობა ირაყლის გუნდს და დავდგეთ პარლამენტთან.
მოდი 30 ივნისს, დილის 10:00-ზე პარლამენტის უკან და შეაწუხე ი რ ა ყ ლ ი!" ნათქვამია განცხადებაში.