ხორვატიის პარლამენტმა ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა

გამოქვეყნდა:

ხორვატიის პარლამენტმა ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილ გენოციდად აღიარა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ავრცელებს. 

კულება მადლობას უხდის ხორვატიის პარლამენტს ჰოლოდომორის მილიონობით მსხვერპლის ხსოვნის პატივისცემისთვის. 

"დღეს ხორვატიამ აღიარა 1932-1933 წლების ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად. მადლობელი ვარ ხორვატიის პარლამენტის, რადგან ამ ისტორიული გადაწყვეტილებით მათ პატივი მიაგეს მილიონობით მსხვერპლის ხსოვნას. ჰოლოდომორის გენოციდის გლობალური აღიარება კვლავ აგრძელებს სწრაფ ზრდას", - წერს კულება.

მისივე თქმით, 2022 წლის ნოემბრამდე მსოფლიოში 15 ქვეყანა აღიარებდა ჰოლოდომორს, როგორც უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილ გენოციდს. მას შემდეგ, აღიარებას 12 სახელმწიფო შეუერთდა. 

ხორვატიის პარლამენტს მადლობას უხდის უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც. 

როგორც ზელენსკი წერს, მსოფლიო არასდროს შეურიგდება კრემლის არც ძველ და არც ახალ დანაშაულებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი