უკრაინის შეიარაღებული ძალები ხერსონის რეგიონში, დნეპრის მარცხენა სანაპიროზე დაწინაურდნენ - ISW

გამოქვეყნდა:

ომის შესწავლის ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსების შეფასებით, კონტრშეტევის დროს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეძლეს წინსვლა ხერსონის რეგიონში დნეპრის მარცხენა სანაპიროზე. ექსპერტები, გეოლოკაციის მონაცემებზე დაყრდნობით, ამტკიცებენ, რომ უკრაინელმა ჯარისკაცებმა დაიკავეს და იკავებენ გარკვეულ პოზიციებს ანტონივსკის ხიდის მიდამოში, რასაც რაშისტი მებრძოლებიც  ადასტურებენ.

ცნობისთვის, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსი ოკუპანტები ხერსონიდან და მიმდებარე დასახლებებიდან ჯერ კიდევ 2022 წლის ნოემბერში განდევნეს. ამის შემდეგ, დამპყრობლები გადავიდნენ დნეპრის მარცხენა სანაპიროზე და გამოიყენეს ბუნებრივი ბარიერი ხერსონის რეგიონის დეოკუპირებულ ნაწილში მშვიდობიან მოსახლეობაზე რეგულარული თავდასხმისთვის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი