
დღეს, 28 ივნისს, რუსებმა ხარკოვის რეგიონის სოფელი ვოლჩანსკიე ხუტორი დაბომბეს, რის შედეგადაც სამი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას ხარკოვის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეგ სინეგუბოვი ავრცელებს.
გარდაცვლილები 48,45 და 57 წლის კაცები არიან, რომლებიც სოფელში საკუთარ სახლებთან ახლოს იმყოფებოდნენ.
როგორც ოლეგ სინეგუბოვი წერს, ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მუშაობს.