კულტურის სფეროს წარმომადგენლები პარლამენტში ოპოზიციას ხვდებიან

გამოქვეყნდა:

კულტურის სფეროს წარმომადგენლები პარლამენტში ოპოზიციონერ დეპუტატებს ხვდებიან. 

მათ ოპოზიციას გადასცეს სპეციალური წერილი, სადაც დეტალურადაა ჩამოთვლილი, რომელ მიმართულებებზე სურს თეა წულუკიანის უწყებას სრული კონტროლის დამყარება. წერილის მნიშვნელოვანი ნაწილი პოლიტიკურ დევნასა და პოლიტიკური ნიშნით ადამიანების გათავისუფლებას ეთმობა.

"ისტორიამ გვაჩვენა, რომ ყოველი ესეთი გადატრიალების შემდეგ, რაც საქართველოშიც მოხდა, უპირველეს ყოვლისა ძალოვან სტრუქტურებს იმორჩილებენ. მაგრამ კულტურის სფეროს დამორჩილების გარეშე, დიქტატურა ვერ გაფორმდება. იმიტომ, რომ კულტურას ემსახურება თავისუფალი ადამიანი, თავისუფალი აზრი, თავისუფალი სიტყვა, რაც ყველაზე დიდი საშიშროებაა ავტორიტარიზმისთვის," - ამბობს შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე, ისტორიკოსი და არქეოლოგი იულონ გაგოშიძე.

ცნობისთვის, შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში მიმდინარეობს, თუმცა მას მმართველი პარტიიდან არავინ ესწრება.

​ავტორი: ზურა პეტროსიანი

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი