ბელარუსს მუდმივად თანააგრესორად მოვიხსენიებდით, ევროპელებმა თავდაცვა უნდა გააძლიერონ - კაია კალასი

გამოქვეყნდა:

ესტონეთის პრემიერმინისტრის, კაია კალასის განცხადებით, ევროპის მოკავშირეებმა უნდა გააძლიერონ მათი თავდაცვისუნარიანობა როგორც რუსეთის, ასევე ბელარუსის წინააღმდეგ. 

კითხვაზე, შეიძლება თუ არა "ვაგნერელების" ბელარუსში ყოფნა საფრთხისშემცველი იყოს ესტონეთისთვის, კალასმა განმარტა, რომ ისინი ბელარუსს მუდმივად "თანააგრესორად" თვლიდნენ, რადგან მუდმივად მუშაობდნენ რუსებთან ერთად. 

მისივე თქმით, ბელარუსიც და რუსეთიც არაპროგნოზირებადი და საშიში ქვეყნები არიან და ეს არ შეცვლილა.

"თავდაცვითი ინდუსტრიების გაძლიერება და ჩვენი თავდაცვის მზადყოფნა ამ კუთხით უაღრესად მნიშვნელოვანია. როგორც ჩანს, მათ ვისაც ჩვენზე უკეთესი მეზობლები ჰყავთ, შესაძლებელია ჰქონდეთ  განცდა, რომ ეს ყველაფერი უბრალოდ გაქრება, მაგრამ სინამდვილეში ეს არის გრძელვადიანი პროცესი", - ამბობს კალასი.

შეგახსენებთ, რომ რუსეთში დაწყებული ერთდღიანი სამხედრო აჯანყების შემდეგ, "ვაგნერის" ჯგუფის ლიდერი, ევგენი პრიგოჟინი ბელარუსში გაემგზავრა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი