მიკოლაევის ყოფილ პროკურორს ღალატისთვის უვადო პატიმრობა მიუსაჯეს

გამოქვეყნდა:

მიკოლაევის პროკურატურის ხელმძღვანელი, გენადი ჰერმანი უკრაინულმა სასამართლომ ღალატში დამნაშავედ ცნო და  უვადო პატიმრობა მიუსაჯა. გამოძიების თანახმად, ჰერმანმა 2022 წლის მარტის დასაწყისში, ოკუპანტებს ინფორმაცია გადასცა მიკოლაივში და რეგიონში ოპერატიული სიტუაციის, დაღუპული სამხედროებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების, პატიმრებისა და მათი დაკავების ადგილების, ასევე ქალაქის დაბომბვის შედეგების შესახებ.

ყოფილმა პროკურორმა დანაშაული არ აღიარა. ის ამტკიცებდა, რომ ბლოგერს ინფორმაცია „უკრაინაში არსებული სიტუაციის ობიექტურად გაშუქების მიზნით“ გადასცა. გამოძიების ცნობით, ეს "ბლოგერი" ბოევიკი იგორ ბეზლერია.

განაჩენის გამოცხადების შემდეგ, ღალატში მხილებულ ყოფილ პროკურორს სასამართლო დარბაზში კვერცხები ესროლეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი