ოპონენტებზე თავდასხმები გრძელდება | "ოცნების" ანგარიშსწორება რუსული მეთოდებით

გამოქვეყნდა:

შემდეგი ნაბიჯი ოპონენტების ფიზიკური ლიკვიდაცია იქნება - "ქართული ოცნება" სულ უფრო უახლოვდება ზღვარს, როდესაც განსხვავებული აზრის ადამიანებს სიცოცხლის უფლებასაც კი აუკრძალავს. მანამდე კი ოპონენტების მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება ყოველდღიური მოვლენა ხდება. მინიმუმ 10 თავდასხმა ბოლო ერთი თვის განმავლობაში - ყველა შემთხვევაში მოძალადეები ხელისუფლებასთან დაახლოებული ჯგუფებიდან არიან. და ხელისუფლება მუდმივად მსგავსი სცენარით მოქმედებს - თავს არიდებს პასუხისმგებლობას და მოძლადეებსაც იგივე შესაძლებლობას აძლევს.

მიშა მშვილდაძეზე გუშინდელი თავდასხმა მხოლოდ აისბერგის მწვერვალია - ბოლო ფაქტი, რომელიც ცალსახად ადასტურებს, რომ თავდასხმების სერია დაგეგმილად ვითარდება და არა სპონტანურად. თავდასხმები ზურა ჯაფარიძეზე, ლევან ბერძენიშვილზე, ბათუ ქუთელიაზე, ოპოზიციური პარტიების წევრებსა და აქტივისტებზე - მსგავსი სცენარით, მსგავსი არგუმენტებით და მსგავსი შედეგებით ვითარდება - და ყველასთვის ცალსახაა, რომ ამ სიძულვილის და ძალადობის მიღმა დგას მხოლოდ "ქართული ოცნება" და არავინ სხვა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი