ანგარიშსწორება ენმ-ის წევრზე | ოსიყმიშვილის მდგომარეობა მძიმეა - თავდამსხმელები ამ დრომდე არ დაუდგენიათ

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" ძალადობრივი კამპანია არა მხოლოდ საჯარო პირების წინააღმდეგ არის მიმართული. ხელისუფლების მდუმარე ნებართვით და დაუსჯელობით წახალისებული მოძალადეები კონკრეტული პოლიტიკური პარტიების წევრების წინააღმდეგაც მოქმედებენ.

მიშა მშვილდაძეზე განხორციელებული თავდასხმიდან რამდენიმე საათში ნიღბიანი პირები სასტიკად გაუსწორდნენ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ წარმომადგენელსაც. დავით ოსიყმიშვილს უცნობმა პირებმა საცხოვრებელ სახლთან ჩასაფრება მოუწყეს და ხელკეტებით სცემეს. ტვინის შერყევითა და მძიმე დაზიანებებით ოპოზიციური პარტიის წევრი კლინიკაში გადაიყვანეს, მას სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი