
ძალადობის ორგანიზატორი ხელისუფლება უკმაყოფილოა, როდესაც მას რუსს ეძახიან. არადა "ქართული ოცნება" სრულიად იმსახურებს სახელს, რომელიც ხელისუფლების მართვის სასტიკ, კორუფციულ და ტოტალიტარულ სტილზე მიუთითებს და არა ეთნიკურ კუთვნილებაზე.
მმართველ პარტიაში იმდენად გაღიზიანებულები არიან, რომ საკუთარი მმართველობის გადახედვის და ვითარების განმუხტვის ნაცვლად - მორიგ, მართლაც რუსულ პოლიტიკურ ნაბიჯს დგამენ. უმრავლესობის დეპუტატებმა გაახმაურეს ჭეშმარიტად რუსული სულისკვეთების საკანონმდებლო ინიციატივა და უნდათ, რომ კანონით აკრძალონ "ქართული ოცნების" წევრებისთვის რუსის დაძახება.
ავტორი: ნინი ბალანჩივაძე