"ეს უნდა კონტროლდებოდეს... არ შეგვიძლია, ამდენი რუსი შემოვუშვათ საქართველოს ტერიტორიაზე" | ზურაბიშვილი

გამოქვეყნდა:

"ეს უნდა კონტროლდებოდეს... არ შეგვიძლია, ამდენი რუსი შემოვუშვათ საქართველოს ტერიტორიაზე", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა CNN-ის ეთერში, კრისტიან ამანპურთან ინტერვიუში ისაუბრა. 

...ამ ეტაპზე ვერ ვხედავ, რომ სამხედრო ზეწოლა არსებობდეს. რადგან, ჩვენთან სამხედრო ოკუპაციაა, რომელიც 2008 წლიდან გრძელდება და მანამდეც 1991 წლიდან სხვადასხვა ფორმით იყო. ასე რომ, ორი რეგიონი რუსეთის სამხედრო ბაზებითაა ოკუპირებული. ვფიქრობ, რომ ახლა რუსეთი გამბედაობასა და "რბილი ძალის" ფრონტს ამოწმებს, რაც პროპაგანდაა. ყველა ის რუსი, რომელიც საქართველოში ჩამოვიდა და გავიმეორებ, რომ ეს უნდა კონტროლდებოდეს, არ შეგვიძლია ამდენი რუსი შემოვუშვათ საქართველოს ტერიტორიაზე იმის ცოდნის გარეშე, ვინ არიან... უმრავლესობა, როგორც თქვით, ის ხალხია, ვინც დღევანდელ რუსეთს გაურბის და პროპუტინული მოსახლეობა არ არის, მაგრამ ასევე რუსეთის მუქარები ვიცით, რომ თუ რუსულენოვანი მოსახლეობა ნორმალურად დაცული არ იქნება, ეს შეიძლება შემოჭრის მიზეზად გამოიყენონ. 

...მე ვერ ვხედავ რესურსებს ან სურვილს, რომ დასავლეთის წინააღმდეგ საქართველოში ახალი ფრონტი გამოსცადონ. მაგრამ შეიძლება ცდიდნენ "რბილი ძალის" პოლიტიკას, პროპაგანდას, რომელიც რუსეთის არგუმენტია საბჭოთა დროიდან, - თქვა ზურაბიშვილმა.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი