პარიზში საპროტესტო აქციებზე 150 ადამიანი დააკავეს - რა ხდება საფრანგეთის დედაქალაქში

გამოქვეყნდა:

საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პარიზში გუშინ, 28 ივნისს, დაწყებული საპროტესტო აქციებზე სულ მცირე 150 ადამიანი დააკავეს.

უწყება ამბობს, რომ დემონსტრანტები თავს დაესხნენ პოლიციის განყოფილებებს, სკოლებსა და მერიის შენობებს. 

პარიზში საპროტესტო აქციები და მასობრივი არეულობა პოლიციელების მიერ 17 წლის ბიჭის მკვლელობას მოჰყვა. ათასობით ადამიანი პარიზის ქუჩებში გამოვიდა, დემონსტრანტების ნაწილმა დაწვეს მანქანებიც.

სოციალურ ქსელებში ვრცელდება ვიდეო, რომელიც, სავარაუდოდ, ბიჭის მკვლელობის მომენტს ასახავს.

BBC-ის ცნობით, ახალგაზრდა ორმა პოლიციელმა საგზაო წესების დარღვევის გამო გააჩერა. გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ პოლიციელი მანქანის მძღოლს იარაღს უმიზნებს, რა დროსაც მანქანა მოძრაობას იწყებს, პოლიციელი კი მანქანის შიგნით ისვრის. 

BBC წერს, რომ 17 წლის ბიჭს ტყვია გულ-მკერდის არეში მოხვდა და სასწრაფო დახმარების ჯგუფის მცდელობის მიუხედავად, გარდაიცვალა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი