ზოგიერთი ქვეყანა უკრაინაში სამხედრო პერსონალს აგზავნის დაქირავებული ჯარისკაცების საფარქვეშ - აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და ამტკიცებს, რომ უკრაინაში იმყოფებიან პროფესიონალი ისტრუქტორები და სპეციალისტები სხვადასხვა ქვეყნებიდან.
ლავროვის თქმით, 2014 წლის "სახელმწიფო გადატრიალების" დროს, აშშ-ს დაზვერვის, მათ შორის CIA-ს წარმომადგენლები აკონტროლებდნენ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობას.
ლავროვის შეფასებით, დასავლეთის ქვეყნების ლიდერების განცხადებები, რომ რუსეთთან კონფლიქტში არ მონაწილეობენ, ამ ფონზე "სასაცილოდ და პათეტიკურად" გამოიყურება" და "აშკარა სიცრუეა"
შეგახსენებთ, დღეს ცნობილი გახდა, რომ რუსეთში საქმე აღძრეს უკრაინის მხარეს მებრძოლი უცხოელი ჯარისკაცების წინააღმდეგ, მათ შორის ქართველების. სულ საქმე აღძრულია 160 უცხოელი მებრძოლის წინააღმდეგ, რომელთა ვინაობაც არ კონკრეტდება.