მოსახლეობა მოელის, რომ უკრაინა სანქციებიდან ამოიღებს ქართველებს, რომლებსაც ტყუილად დააბრალა გვერდის ავლაში დახმარება - პაპუაშვილი

გამოქვეყნდა:

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება არ იღებს პასუხისმგებლობას იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინას ელჩი დღემდე არ ჰყავს დანიშნული. მისივე განცხადებით, აღნიშნული არაა მეგობრული ნაბიჯი ქართველი ხალხის მიმართ, რომელიც უკრაინას "ამხელა სოლიდარობას უცხადებს".

"რა თქმა უნდა, როდესაც დღემდე არ არის ელჩი დანიშნული, ეს არ არის მეგობრული ნაბიჯი ქართველი ხალხის მიმართ, რომელიც ამხელა სოლიდარობას უცხადებს უკრაინას და უკრაინელ ხალხს, როდესაც ამ დროს ხდება ქართველი ხალხის მიმართ ასეთი ნაბიჯების გადადგმა, თავიდან გაწვევა ელჩის და შემდეგ ამდენი ხანი რომ უკრაინის სახელმწიფოს არ ჰყავს წარმომადგენელი აქ ელჩის სახით, ეს რა თქმა უნდა, არის სამწუხარო. [ხელისუფლება არ იღებს ამაზე პასუხისმგებლობას?] არა, რა თქმა უნდა. ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ ერთი რამ, საქართველოს თავისი ისტორიით, თავისი გამოცდილებით, თავისი ომებით, რომელიც ჰქონდა, არავისთან თავის სამართლებელი არ აქვს საერთოდ. საქართველოსთან ასე მოპყრობა, დამოკიდებულება ეს უკვე თავისთავად არის არასწორი და რა თქმა უნდა, ამაზე ჩვენ ჩვენი რეაქციები გვაქვს", - თქვა პაპუაშვილმა. 

მისი თქმით, საქართველოში ვიზიტის დროს სანქციების კოორდინატორებმა აღნიშნეს, რომ საქართველოში სანქციებისთვის გვერდის ავლა არ ხდება. პაპუაშვილი ამბობს, რომ მოელიან უკრაინამ სანქციები მოუხსნას ქართველებს, რომლებსაც "ტყუილად დააბრალა" სანქციებისთვის გვერდის ავლაში დახმარება.

"თუ სწორად მახსოვს, უკრაინას, თუ არ ვცდები, დასანქცირებული ჰყავს თუ არ ვცდები რამდენიმე ჩვენი მოქალაქე, ასეთი ბრალდებებით, ამის შემდეგ, თქვენ და ჩვენი მოსახლეობა მე მგონი მოელის, რომ უკრაინა სანქციებიდან ამოიღებს იმ ადამიანებს, რომლებსაც ტყუილად დააბრალა თითქოს ხდება რაღაც მათი მეშვეობით სანქციების გვერდის ავლა", - თქვა პაპუაშვილმა.

იხილეთ:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი