ნახოს TI-მ შვედეთის პარლამენტში გამოდის თუ არა ყველა დეპუტატი სიტყვით - პაპუაშვილი მდუმარე დეპუტატებზე

გამოქვეყნდა:

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა" არის კლასიკური მაგალითი იმისა, თუ როგორ "ხდება დეზინფორმაციით დემოკრატიული ინსტიტუტების დისკრედიტაცია უცხოური ფულით".

პაპუაშვილი ამ განცხადებით ორგანიზაციის დღევანდელ ანგარიშს გამოეხმაურა, რომელიც პარლამენტის 2022 წლის საქმიანობას აჯამებდა. დოკუმენტში საუბარი იყო ე.წ მდუმარე დეპუტატების შესახებ, რომლებიც არცერთ სესიაზე სიტყვით არ გამოსულან. 

პარლამენტის თავმჯდომარემ ორგანიზაცია გააკრიტიკა და ურჩია, რომ მაგალითად, შვედეთის პარლამენტის საქმიანობას დააკვირდნენ.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა ამის კლასიკური მაგალითი არის, როგორ ხდება მანიპულაციით, დეზინფორმაციით დემოკრატიული ინსტიტუტების დისკრედიტაცია უცხოური ფულით, ეს არის კლასიკური მაგალითი. მაგალითად, როცა საუბრობენ მდუმარე დეპუტატებზე, ქმნიან იმის აღქმას, რომ პლენარულ სხდომებზე ყველა დეპუტატი აუცილებლად ყველაფერზე უნდა საუბრობდნენ. შეისწავლონ სხვა ქვეყნების გამოცდილება. მაგალითად, საერთაშორისო გამჭვირვალობას აფინანსებს შვედეთის სახელმწიფო, ნახონ შვედეთის პარლამენტში ყველა დეპუტატი გამოდის თუ არა სიტყვით პლენარული სხდომის დროს. კომიტეტებზე რა ხდება ამას აკვირდებიან თუ არა. ეს არაპროფესიონალიზმი არ არის, ეს არის ბოროტი განზრახვა, რომ უბრალოდ რაიმენაირად მოახდინონ დისკრედიტაცია დემოკრატიული ინსტიტუტების. სწორედ ამაზე ვსაუბრობთ ჩვენ, სწორედ აქ არის პასუხისმგებლობა დონორების, როდესაც მათი დაფინანსებით ხდება სხვა ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების დისკრედიტაცია", - ამბობს შალვა პაპუაშვილი.

პაპუაშვილის მტკიცებით, საერთაშორისო გამჭვირვალობის გაცხადებული პოლიტიკური მიზანი არის ხელისუფლების შეცვლა და სწორედ ამ მიზანს არგებენ ყველა თავის ანგარიშს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი