
უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელის, კირილ ბუდანოვის განცხადებით, "ვაგნერი" უკრაინაში აღარ იბრძოლებს.
როგორც ბუდანოვმა Українській правда-სთან ინტერვიუში განაცხადა, "ვაგნერი" ყველაზე ქმედითუნარიანი ჯგუფი იყო რუსეთის ჯარებში და იგი დიდი დანაკარგი იქნება რუსეთისთვის.
"ჩვენ მივიღეთ რუსეთის ხელმძღვანელობის კომპრომისი. კიდევ ერთხელ განადგურდა მითი რუსული რეჟიმის სიმტკიცის შესახებ. დიდი ზიანი მიადგა რუსეთის სამხედრო და საჰაერო ძალებს. ასევე კერძო დაქირავებული კომპანია "ვაგნერი" აღარ მიიღებს უკრაინის ტერიტორიაზე დაპირისპირებაში მონაწილეობას. ეს იყო რუსეთის ფედერაციის ყველაზე ეფექტური ჯგუფი, რომელმაც იცოდა თუ როგორ მიეღწია წარმატებისთვის, ნებისმიერ ფასად", - თქვა ბუდანოვმა.
შეგახსენებთ, პრიგოჟინმა მისი დაქირავებული მებრძოლების დაჯგუფება უკრაინიდან მას შემდეგ გაიყვანა, რაც რუსეთის თავდაცვის სამინისტრო "ვაგნერის" ბანაკების დაბომბვაში დაადანაშაულა. ამის შემდეგ მან გეზი მოსკოვისკენ აიღო, თუმცა ამბოხი 1 დღეში, ლუკაშენკოსთან მოლაპარაკების შემდეგ შეწყვიტა და რუსეთის ის ქალაქებიც დატოვა, რომელიც დაკავებული ჰქონდა. გავრცელებული ცნობებით, პრიგოჟინიც და ვაგნერელებიც უსაფრთხოების გარანტიების მიღების შემდეგ, ბელარუსში გადავიდნენ.